შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, არის პოტიომკინის სოფლების შენება, სინამდვილეში ეს მათი რუსული სტილის მენტალიტეტია
შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, არის პოტიომკინის სოფლების შენება, სინამდვილეში ეს მათი რუსული სტილის მენტალიტეტია

ერთადერთი, რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის პოტიომკინის სოფლების შენება, ეს სინამდვილეში არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, სადაც  მან აღნიშნა: „მიშასთან ერთად, 12-დან 18 თვემდე ყველა პროექტს დავასრულებთ, საოკუპაციო ზოლთან „მერსედესის“ ქარხანაც რომ ავაშენოთ, დეოკუპაციასაც მალე მოვახდენთ, მაგასაც ვიზამთ აუცილებლად“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო რეგიონში იყო ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკური განვითარების ტემპით.

„ის პოტიომკინის სოფლები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძესთან და სხვებთან ერთად აშენებდა და აჩვენებდა ქართულ საზოგადოებას, გარესამყაროს, თითქოს აქ რაღაც კეთდებოდა, ეს დიდი ხანია, გაშიფრულია. ყველამ ჩახედოს ციფრებს, გვიმტკიცებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს საქართველო იყო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკურად თუ სხვა მხრივ ქვეყანა, საქართველო რეგიონში იყო მაჩანჩალა ეკონომიკური ზრდის ტემპებით. ერთადერთი, რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის პოტიომკინის სოფლების შენება, ეს არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი სინამდვილეში, მე-20 საუკუნის ბოლოს წამოზრდილი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში სულითა და გულით არიან კომკავშირლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.