შალვა პაპუაშვილი - ეპისტოლეში გამოვყოფდი სინდისის საკითხს, დღევანდელ სამყაროში და საზოგადოებაში, როდესაც ბევრი დაბნეულია, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, მნიშვნელოვანია, ყველამ უსმინოს საკუთარ სინდისს, ანუ უფლის ხმას

როგორც ყოველთვის, ეპისტოლეში იყო მთავარ საკითხებზე საუბარი. მე გამოვყოფდი საკითხს, რომელიც შეეხებოდა სინდისს, როგორც ადამიანში უფლის სიტყვას, იმას, რომ ყველამ უნდა უსმინოს საკუთარ თავში უფლის სიტყვას, ანუ საკუთარ სინდისს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიონის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში და საზოგადოებაში. როდესაც ბევრი დაბნეულია, ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ უსმინოს საკუთარი სინდისის, ანუ უფლის ხმას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

„მთლიანად საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველას ვუსურვებ, მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში და ქვეყანაში. მინდა, ვუსურვო ყველას, რომ ჰქონდეს კეთილდღეობა და ჯანმრთელობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.