შალვა პაპუაშვილი - ელჩები გველაპარაკებოდნენ ქართველი ხალხის სახელით ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, აშშ-ის ყოფილ ელჩს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუთხარი, ისე ნუ იზამთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი და მე ვარ ჩამოსული-მეთქი
შალვა პაპუაშვილი - ელჩები გველაპარაკებოდნენ ქართველი ხალხის სახელით ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, აშშ-ის ყოფილ ელჩს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუთხარი, ისე ნუ იზამთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი და მე ვარ ჩამოსული-მეთქი

ჩვენ ყველაზე მეტად გვაზიანებდა არაპრაგმატული მიდგომები საკითხების მიმართ, გვაზიანებდა ის, რომ პოლიტიკანობას ჰქონდა წაღებული მთელი საერთაშორისო პოლიტიკა, ნაცვლად რეალისტური და ეროვნულ ინტერესებზე მიმართული პოლიტიკისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკებოდნენ ელჩები ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს.

„ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამბობს, ასე უყურებენ მომდევნო ოთხ წელს, რომ ყველა ქვეყანა თავისი ინტერესით იმოქმედებს. ზუსტად ეს აჩვენებს, რომ აშშ, როგორც იქნა, აღიარებს, რომ სხვებსაც აქვთ ინტერესები, ამ შემთხვევაში, საქართველოსაც აქვს ინტერესები. აშშ-ის ადმინისტრაცია თავის ინტერესებსაც გვეტყვის და აქ იქნება თანხვედრა და არა ისე, როგორც აქამდე ხდებოდა: ყოფილი ელჩები რომ დადიოდნენ კაბინეტ-კაბინეტ, ჩემს კაბინეტში აშშ-ის ყოფილი ელჩი რომ მოდიოდა და მე მელაპარაკებოდა ქართველი ხალხის სახელით. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბოლოს ვუთხარი, ისე ნუ იზამთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი და მე ვარ ჩამოსული-მეთქი. ამ დონემდე იყო მისული ეს ფარსი და ფარისევლობა, რომ ელჩები გელაპარაკებოდნენ ქართველი ხალხის სახელით ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.