შალვა პაპუაშვილი – ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიამ გამოიწვია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს

13:40, 20.11.2026

მძიმეა სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ მაშველს, მედიკოსსა და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თავდადება და ადამიანური თანადგომა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ასეთ მძიმე წუთებში კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა. უფალმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. ძალა და გამძლეობა მათ ოჯახებს და ახლობლებს“, – წერს პაპუაშვილი.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი