შალვა პაპუაშვილი - დონორებს აქვთ მითითება, თავიანთი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ, რომელიმე დონორი ხელისუფლებისკენ თანხის მიმართვაზე სადაც ისაუბრებს, ისიც თქვას, რამდენი დააბრუნა უკან
ბოლო პერიოდში არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას.
„ბოლო პერიოდში არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა. არ ვურჩევდი რომელიმე დონორს ამ თემაში შესვლას ორი მიზეზის გამო: ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას, და ამავე დონორებისგან განსხვავებით, ამ ხარჯის თითოეული თეთრი საჯაროა, მისი ხარჯვის მიზნობრიობა კი დადასტურებული (შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოში N1 ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობით); მეორე და მთავარი. დიდი საიდუმლო არ არის, რომ დონორებს აქვთ მითითება, თავიანთი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ. ასე რომ, სადაც რომელიმე დონორი თავისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, იქვე ისიც თქვას, ამ თანხიდან რამდენი დააბრუნა უკან, თავის ქვეყანაში, თავისი ხელისუფლების სასარგებლოდ“, – წერს პაპუშვილი.