შალვა პაპუაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და ამის ერთგულები ვართ
საქართველოს პარლამენტის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ჟენევის ფორმატის ერთგულია.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე, სავარაუდოდ, მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს“.
„ეს არის ქართულ-რუსული ფორმატი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და ამ ფორმატის ერთგულები ვართ. არ ვიცი, ამ განცხადებებს რა მიზანი აქვს, მაგრამ ამ ფორმატის ერთგული ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.