შალვა პაპუაშვილი - დიდი ხანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი ჩაიყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ კარგი გამოსავალი აღარ დარჩათ
შალვა პაპუაშვილი - დიდი ხანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი ჩაიყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ კარგი გამოსავალი აღარ დარჩათ

უკვე დიდი ხანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი ჩაიყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ კარგი გამოსავალი აღარ დარჩათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი გზა დარჩა აღიარონ მარცხი და პარლამენტში შევიდნენ ან გარეთ დარჩნენ, რითაც ისინი საბოლოოდ მარგინალიზდებია და დაიშლებიან.

„მთავარი გადაწყვეტილება აქვს მისაღები „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი აპირებენ თუ არა, როგორც აქამდე, გააგრძელონ რადიკალური დღის წესრიგი, ვინაიდან ნახეთ ყველამ, რომ ეს რადიკალური დღის წესრიგი ქართული მოსახლეობის მხრიდან არ არის მიღებული და განიცადა მარცხი, ასე რომ მათი არჩევანია, გააგრძელებენ რადიკალურ დღის წესრიგს, თუ შეეშვებიან რადიკალურ ქმედებებს. ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობა“ იმდენად მოაბეზრა თავი როგორც ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში მათ უწევთ საკმაოდ მკაცრი განცხადებებს გაკეთება, რათა ბოლო-ბოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდეს, სად არიან ისინი. საბოლოო ჯამში როგორც რადიკალური პარტია, ასე რჩებიან პოლიტიკაში, თუ აღიარებენ რადიკალური დღის წესრიგის მარცხს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შემოვლენ პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.