შალვა პაპუაშვილი – დღეს აღვნიშნავთ საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს, ჩვენს შორის ჩამოყალიბებულია შესანიშნავი და წარმატებული თანამშრომლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყნებს წარმატებული თანმშრომლობა აქვთ.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია შესანიშნავი და წარმატებული თანამშრომლობა ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. ჩვენ ასევე გვსურს, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიეროთ საპარლამენტო კავშირები“, – წერს პაპუაშვილი.
Today we celebrate 30 years of diplomatic relations between Georgia and the State of Israel. Our countries enjoy excellent cooperation in economy, tourism, education & security. We remain committed to strengthening parliamentary ties in the years to come @IsraelinGeorgia pic.twitter.com/FXAdt0fYFh
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 1, 2022