შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ეს დღე აცოცხლებს იმ მოგონებებს, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს ომთან და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ადამიანებმა ამ იდეისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. ჩვენი, ამ თაობის ვალია, დავაფასოთ ეს სისხლი და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულია 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი (ოთხი სამხედრო, 9 მშვიდობიანი მოქალაქე). საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. სამოქალაქო პანაშვიდს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დეპუტატები დაესწრნენ.