შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ლიხტენშტაინის სამთავროში შეხვედრებს იწყებს 
შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ლიხტენშტაინის სამთავროში შეხვედრებს იწყებს 

ლიხტენშტაინის სამთავროში ეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია, დღეს შეხვედრა გვექნება პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრებზე მთავარი საკითხი კომუნიკაციისა და ურთიერთობის გაძლიერება იქნება.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას პარლამენტებს შორის. ლიხტენშტაინი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის თავმჯდომარეობას, რათა ევროპის საბჭოში საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გვქონდეს საუბარი. ლიხტენშტაინი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩვენი რეზოლუციის გაერო-ში, რომელიც საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. რა თქმა უნდა, ამ თემებზე გვექნება საუბარი. ასევე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ტურბულენტურ პერიოდში საქართველოს აქვს გართულებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, რომელიც რეგიონში არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.