შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია თანხმობით წავა და არ დატოვებს არც ერთ ღია კითხვას, წინ გველის საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია თანხმობით წავა და არ დატოვებს არც ერთ ღია კითხვას, წინ გველის საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო რეფორმის პაკეტი და ამით დასრულდა ის სამუშაო, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა და რომელიც დაიწყო მოლაპარაკებებების პროცესში. შემდეგ, საფუძველი ჩაუყარა მემორანდუმმა, რომელიც გაფორმდა „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილმა აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა „მოქალაქეების“ წევრს, შალვა პაპუაშვილს.

„სამუშაო ჯგუფი ბატონი ლევანის და ჩემი თავმჯდომარეობით მუშაობდა ამ საკითხზე, ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი უცხოელი პარტნიორები. 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, ამას შემოუერთდნენ სხვა პარტიებიც და საბოლოო ჯამში, დღეს მივიღეთ პაკეტი, რომლითაც ექვსი სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმა. ეს შეეხება საარჩევნო სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციას, წინასაარჩევნო კამპანიას, ხმის მიცემის პროცედურას, ხმების დათვლის პროცედურებს და საარჩევნო დავებს. ჯამში, 20 სარეფორმო პუნქტია, რომელიც შეიძლება გამოვყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყველაზე აღსანიშნავი ის საკითხია, რომ ამ 20 პუნქტიდან ხუთი 19 აპრილის შეთანხმებაში არის გათვალისწინებული, 15 პუნქტი არის ის საკითხები, რომლებიც სამუშაო ჯგუფმა მუშაობის პროცესში გამოავლინა და შეათანხმა. მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს, თუმცა ამავე დროს ხაზგასასმელია, რომ პარტია „ლელომ“ მხარი არ დაუჭირა ამ პროტესტს. დარწმუნებული ვარ, რომ იმპლემენტაციაც ასე თანხმობით წავა და ეს კანონი და ეს პროცედურები რომელიც აქ არის გაწერილი, არ დატოვებს არც ერთ ღია კითხვას არჩევნებთან დაკავშირებით და გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციას. ასე რომ, წინ გველის საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია და საინტერესო არჩევნები. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ლევან იოსელიანს, რომელთან ერთადაც მოგვიწია ამ კანონპროექტზე მუშაობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.