შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ილია დარჩიაშვილის გამოცდილებიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ილია დარჩიაშვილის გამოცდილებიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება

ილია დარჩიაშვილის გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს წარმატება უსურვა.

„დარჩიაშვილი აქამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა და ჩვენ, პარლამენტს მასთან ამ კუთხითაც შეხება გვქონდა. ის გახლავთ დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელსაც ასევე სახელმწიფო მართვის საკითხებში, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიდი გამოცდილება აქვს. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.