შალვა პაპუაშვილი - დადასტურდა, რომ დაიკლო ოპოზიციის მხარდაჭერამ, ამიტომ ეს ქმნის რეალობას, გაიაზრონ, რა არის მათი პოლიტიკური წონა
შალვა პაპუაშვილი - დადასტურდა, რომ დაიკლო ოპოზიციის მხარდაჭერამ, ამიტომ ეს ქმნის რეალობას, გაიაზრონ, რა არის მათი პოლიტიკური წონა

დადასტურდა, რომ დაიკლო ოპოზიციის მხარდაჭერამ, ამიტომ ეს ქმნის რეალობას მათთვის, გაიაზრონ, რა არის მათი პოლიტიკური წონა და აქედან გამომდინარე ვითანამშრომლებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ერთწლიანი პროცესი ბოიკოტით, საბოტაჟით, იყო აბსოლუტური ფარსი.

„ჩვენმა ოპოზიციამ ნახევარი წელი ფარსში აცხოვრა ჩვენი საზოგადოება, სანამ მათ ჰქონდათ საბოტაჟი. მეორე ნახევარი იმეორებდნენ იგივე გზავნილებს. აცხოვრებს აბსოლუტურ ფარსში და ეს დადასტურდა ამ არჩევნებში. ახლა ჩვენ აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რას ნიშნავს ყველაფერი ის, რაც ეფუძნება ფარსს და როგორ უნდა გადავამუშაოთ ეს საკითხი, როგორ უნდა გავიხედოთ წინ. წინ გახედვის ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩვენმა ოპოზიციამ გაიაზროს არჩევნების შედეგები და არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ვითანამშრომლოთ პარლამენტში. უნდა გაიაზრონ მათი პოლიტიკური წონა, ისინი საუბრობდნენ გაყალბებაზე, საუბრობდნენ, რომ მათ მეტი პოლიტიკური მანდატი ეკუთვნოდათ, ვიდრე მათ მიიღეს, სინამდვილეში დადასტურდა, რომ დაიკლო მათმა მხარდაჭერამ და ესეც საინტერესოა. ამიტომ ეს ქმნის რეალობას მათთვის, გაიაზრონ რა არის მათი პოლიტიკური წონა და აქედან გამომდინარე, ვითანამშრომლებთ. რა თქმა უნდა, ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა, რომ საქართველომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ყველა ეს რეფორმა გატარდება, ეს არის ჩვენი საარჩევნო პროგრამა. თუკი ოპოზიცია ამ საკითხში იქნება კონსტრუქციული და ჩვენთან ითანამშრომლებს, ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.