შალვა პაპუაშვილი - ცვლილებას იმიტომ იღებენ, რომ საქართველო უვიზო რეჟიმის პირობებს არ არღვევს და ვერანაირად ვერ მოგვიდგნენ, ეს პროცესი დასტურია იმ ღირებულებითი კრიზისის, რომელშიც ბრიუსელია
გავიხსენოთ, ამ ცვლილებებზე მსჯელობა რა ფონზე მიმდინარეობს და რა კომენტარებს ურთავენ ხოლმე, როცა საუბარია, რომ
შეიძლება, საქართველოს მიმართ იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე საუბრისას. მისი თქმით, ეს ცვლილებები მართლაც საქართველოს გამო მიიღება, რაც ორ რამეს ადასტურებს.
პაპუაშვილის თქმით, მთლიანი ეს პროცესი მხოლოდ დასტურია იმ ღირებულებითი კრიზისისა, რომელშიც დღეს ბრიუსელია შესული.
„ცვლილებას იმიტომ იღებენ, რომ საქართველო უვიზო რეჟიმის პირობებს არ არღვევს და, აქედან გამომდინარე, არსებული რეგულაციებით ვერანაირად ვერ მოგვიდგნენ, რომ საქართველო რამენაირად დასაჯონ, რადგან როგორ გავბედეთ და ბრიუსელს საკუთარი ფინანსების გასაჯაროება მოვთხოვეთ. უნდათ, ამისთვის ქართველი დასაჯონ.
იმ კომენტარების ფონზე, რომ ეს ცვლილებები, შესაძლოა, საქართველოს უკავშირდებოდეს, ეს უკვე დასტური და აღიარებაა, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლის პირობებს არ არღვევს. თავის დროზე დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის გაუქმება საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა იყო. ეს იმ ანტიდემოკრატიულ გზას აჩვენებს, რომელსაც ბრიუსელი დაადგა, როცა ბრიუსელი ცდილობს, რეგულაციები ცალკეულ ქვეყნებს მოარგოს. ეს ყველაზე ნათელი მაგალითია ბრიუსელის ანტიდემოკრატიულობისა და ღირებულებითი სტაგნაციის, როდესაც ევროკავშირის რეგულაციების მორგებას ერთ ქვეყანაზე ცდილობს. ეს მთლიანი პროცესი მხოლოდ დასტურია იმ ღირებულებითი კრიზისის, სადაც დღეს ბრიუსელია შესული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.