შალვა პაპუაშვილი - ცხრა მილიონის კორუფციის საქმეს რომ „პიჯაკების საქმეს“ ეძახიან, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ბიუჯეტის, ხალხის, გადამხდელებისა და კანონის მიმართ
შალვა პაპუაშვილი - ცხრა მილიონის კორუფციის საქმეს რომ „პიჯაკების საქმეს“ ეძახიან, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ბიუჯეტის, ხალხის, გადამხდელებისა და კანონის მიმართ

როცა ცხრა მილიონის კორუფციის საქმეს „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ – ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ბიუჯეტის, ხალხის, გადამხდელებისა და კანონის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქმე, რომელიც ადასტურებს ელიტური კორუფციის არსებობას და იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა ელიტური კორუფციის სქემა, რომლითაც საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით იღებდა პირად სარგებელს.

„ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული მხოლოდ კოსმეტიკურ პროცედურებში, ეპილაციაში, გასახდომ პროცედურებში. მათ შორის, ხარჯი გაწეულია გიგი უგულავასთან ერთად. 40 ათასი დოლარით საკუთარი შვილის სწავლა აქვს დაფინანსებული საქართველოს ყველაზე ძვირ სკოლაში. საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ეს იყო რაიმე დასაბუთებული ხარჯი და შვილის სწავლას აფინანსებს ადამიანი ბიუჯეტის ხარჯზე. ეს რა არის? ამაში იმხელა უტიფრობაა ჩადებული, რომ შეუძლებელია, კომენტარიც გააკეთო. თუ სასამართლოს მიერ ელიტური კორუფციის საქმე დამტკიცდება, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ როგორ მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“. გიგი უგულავას შემთხვევაში, 48 მილიონის საქმე ვნახეთ, დავით კეზერაშვილის შემთხვევაში – ხუთი მილიონი ევროს კორუფციის საქმე. ფაქტობრივად, მან ხუთი მილიონი ევრო ჯიბეში ჩაიდო, – განაცხადა პაპუაშვილმა.