შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის ყოველთვის ამოსავალი იყო საქართველოს ინტერესი, ამან მოგვცა საშუალება, რომ გვაქვს მშვიდობა, ოპოზიცია ინტერესდება, რა თქვეს მოსკოვსა და სხვა დედაქალაქებში
შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის ყოველთვის ამოსავალი იყო საქართველოს ინტერესი, ამან მოგვცა საშუალება, რომ გვაქვს მშვიდობა, ოპოზიცია ინტერესდება, რა თქვეს მოსკოვსა და სხვა დედაქალაქებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და არა სხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ყოველთვის ამოსავალი იყო საქართველოს ინტერესი.

„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი სიძლიერე არის, რომ ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვაწყობთ საქართველოს ინტერესზე და არცერთი სხვა ქვეყნის ინტერესზე, მათ შორის არ ვაწყობთ რუსეთის ინტერესზე. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ყოველთვის მიგვეღო საღი და შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილება. ყველა რთულ პირობაში ამოსავალი იყო მხოლოდ საქართველოს ინტერესი და არცერთი სხვა ქვეყნის, არც რუსეთის და არცერთი სხვა დანარჩენი ქვეყნის ინტერესი. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ, ათ წელზე მეტია, ამ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, რომელმაც ხელი შეუწყო კეთილდღეობის ზრდას და უსაფრთხო გარემოს განვითარებას. ეს ოპოზიციაა, რომელიც ინტერესდება, რა თქვეს მოსკოვსა და სხვა დედაქალაქებში. ჩვენ ვუყურებთ იმას, რას ამბობენ ჩვენი მოქალაქეები და ასე განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.