შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტები თუ ცდილობენ, საქართველოს მილიონი ამომრჩეველი გააიგივონ გავრილოვთან, ძალიან ცდებიან, „რუსი, რუსის“ ძახილში დაკარგული ძალათ პატრიოტები
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტები თუ ცდილობენ, საქართველოს მილიონი ამომრჩეველი გააიგივონ გავრილოვთან, ძალიან ცდებიან, „რუსი, რუსის“ ძახილში დაკარგული ძალათ პატრიოტები

როცა ხდება რუსეთის დუმის წევრის კომენტარის გაიგივება საქართველოს პარლამენტის მოქმედებასთან, ეს არათუ მიუღებელია, ეს ქართველი ამომრჩევლის პირდაპირი შეურაცხყოფაა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის დღევანდელ განცხადებას.

„საუბარი გვაქვს ერთ რამეზე-საქართველოს პარლამენტი საქართველოს მოქალაქეების მიერაა არჩეული. „ქართულ ოცნებას“ ხმა მოგვცა საქართელოს მილიონმა მოქალაქემ. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ვქმნით და ვასრულებთ ქართულ კანონმდებლობას. ეს არის, რაც მოხდება ხვალ. თუ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, საქართველოს მილიონი ამომრჩეველი გააიგივონ გავრილოვთან და საქართველოს კანონმდებლობა გააიგივონ რუსეთის დუმასთან, ძალიან ცდებიან. ამ შეცდომაში არიან ისინი დიდი ხანი და ამის გამო შეაქცია მათ ზურგი ქართველმა ამომრჩეველმა. „რუსი, რუსი“-ს ძახილში დაკარგული ძალათ პატრიოტები“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

😡 როცა ხდება რუსეთის დუმის წევრის კომენტარის გაიგივება საქართველოს პარლამენტის მოქმედებასთან, ეს არათუ მიუღებელია, ეს…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ორშაბათი, 15 თებერვალი, 2021