შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტები დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ, როცა არ აღიარებ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არც დამოუკიდებელ საქართველოს აღიარებ
ჩვენი ოპონენტები დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ, როცა არ აღიარებ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არც დამოუკიდებელ საქართველოს აღიარებ, – განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ის, რომ ჩვენი ოპონენტები, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენებს კონფლიქტის არსს.
ისინი არ აღიარებენ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტს, იმით, რომ არ მონაწილეობენ მის მუშაობაში.
ისინი არ აღიარებენ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას, იმით, რომ არ იცავენ, პანდემიის გამო, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.
ისინი არ აღიარებენ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს, იმით, რომ მას უბრალოდ არც კი იმჩნევენ.
როცა არ აღიარებ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ არც დამოუკიდებელ საქართველოს აღიარებ. ესაა მათი ფუძემდებლური კონფლიქტი საკუთარ სამშობლოსთან“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.
ის, რომ ჩვენი ოპონენტები, პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on პარასკევი, 09 აპრილი, 2021