შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება და ქართველი ხალხის ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ არასდროს იმოქმედებს

17:48, 23.05.2024

ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება და ქართველი ხალხის ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ არასდროს იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ერთი რამ ცხადია, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ ვერ იმოქმედებს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიქნებოდით ქართველი ხალხის ხელისუფლება, ჩვენ ვიქნებოდით სხვა ხალხების და სხვა ქვეყნების ხელდასმული ხელისუფლება. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება და ქართველი ხალხის ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ არ იმოქმედებს არასდროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი