შალვა პაპუაშვილი - ჩვენ რომ გვქონოდა ის პოლიტიკა, რასაც გვკარნახობდა ოპოზიცია, რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, დღეს გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, თავი რომ დავანებოთ სამხედრო დაპირისპირების რისკებს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ რომ გვქონოდა ის პოლიტიკა, რასაც გვკარნახობდა ოპოზიცია, რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, დღეს გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, თავი რომ დავანებოთ სამხედრო დაპირისპირების რისკებს

ჩვენ რომ გვქონოდა ის პოლიტიკა, რასაც გვკარნახობდნენ ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, ანუ წავსულიყავით სანქციების გზით, დღეს გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, იქნებოდა გაღატაკებული საზოგადოება, -20 პროცენტამდე ეკონომიკური ვარდნა, თავი რომ დავანებოთ სამხედრო დაპირისპირებისა და ესკალაციის რისკებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს შედეგი დადგებოდა, ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში.

„იცით, რომ ერთი კვირის წინ „ლელომ“ დააინიცირა რეზოლუცია, რომელსაც ანტირუსული რეზოლუცია დაარქვა. სინამდვილეში, ეს არის ანტიქართული რეზოლუცია, თუ როგორ უნდა ისროლოს საქართველომ საკუთარ ფეხში. დააწესონ სანქციები და ა.შ. ანუ გადავარდნენ 90-იან წლებში, როდესაც სამტრედიის რკინიგზას ვკეტავდით, გვეგონა, რომ დავაზიანებდით სხვებს და სინამდვილეში ვიზიანებდით საკუთარ თავს. ასეთი ხალხია, რომლებიც ან მოღალატეობრივად უდგებიან საქართველოს ინტერესებს ან ქარაფშუტულად. ფაქტია, დაწყებული შარშან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, მათი ნებისმიერი ერთი იდეა მაინც რომ განხორციელებულიყო, საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურ კოლაფსში და იქნებოდა დიდი რისკი, რომ ასევე ყოფილიყო ჩათრეული სამხედრო ოპერაციებში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.