შალვა პაპუაშვილი - შეინიშნებოდა სინანულის ტონი, რომ იმედი აქვთ, იქნებ არ მოხდეს „ლელოს“ აკრძალვა, არ ვიცი, ეს გარიგების სიგნალებია, თუ რა არის, მაგრამ ჩვენ ობიექტურ კრიტერიუმებს მივყვებით
ჩვენ მივყვებით ორ მთავარ კრიტერიუმს – რამდენად არის არგუმენტირებული ჩვენი მტკიცება, რომ ეს თუ ის პარტია კონსტიტუციას არღვევს და მეორე, რამდენად არის რეალური მათი გავლენა, რომ საჭირო იყოს აკრძალვის მექანიზმის გამოყენება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს.
„რაღაც სინანულის ტონი შეინიშნებოდა, რომ იმედი აქვთ, იქნებ არ მოხდეს „ლელოს“ აკრძალვა და სხვების აკრძალვა მოხდება. არ ვიცი, ეს გარიგების სიგნალებია, თუ რა არის, მაგრამ ჩვენ ობიექტურ კრიტერიუმებს მივყვებით. ორ მთავარ კრიტერიუმს – რამდენად არის არგუმენტირებული ჩვენი მტკიცება, რომ ეს თუ ის პარტია კონსტიტუციას არღვევს და მეორე, რამდენად არის რეალური მათი გავლენა, რომ საჭირო იყოს ამ მექანიზმის გამოყენება. ეს სამი პარტია ჩვენს თვალსაწიერში მოექცა და საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელზე იმსჯელებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში მოლოდინი აქვთ, „ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არ აკრძალავენ ჩვენს კოალიციას“.