შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება, წარსულს კი, მომავალი
დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, “ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა“.
„დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო. 1,000,000 ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორისაა თბილისის მერის, კახი კალაძისათვის მიცემული 200,000-ზე მეტი ხმა. ეს რიცხვები რეკორდულია „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ოთხ მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თბილისში. ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება არჩია, წარსულს კი – მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლისა და პირობას ვაძლევ მათ, რომ უფრო მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ერს, ჩენს სარწმუნოებას და ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება უცხოეთიდან მხარდაჭერილ ძალადობას, რომელსაც გასულ ღამეს რადიკალებმა მიმართეს, გპირდებით, რომ ამაზე დავწერ, და დავწერ ბევრს,” – წერს პაპუაშვილი.
Today’s municipal elections, normally a political event of lesser significance, have become a referendum on trust for the government, which Georgian Dream won with confidence.
1,000,000 people cast their votes for Georgian Dream nation-wide, including over 200,000 votes for the… pic.twitter.com/Y3XgAYYNH1
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 4, 2025