შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპუაშვილმა ჭოუ ციენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი შესრულდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა მიიღო“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი