შალვა პაპუაშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია დონორებთან, ვინაიდან ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში იმისთვის, რომ წახალისდეს პრულარიზმი, გამოიყენება პროპაგანდისთვის
შალვა პაპუაშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია დონორებთან, ვინაიდან ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში იმისთვის, რომ წახალისდეს პრულარიზმი, გამოიყენება პროპაგანდისთვის

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია დონორებთან, ვინაიდან ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში და მისი მიზანია, რომ წახალისდეს პრულარიზმი, ეს ფული გამოიყენება ასეთი მედიების მიერ პროპაგანდისთვის და ცენზურისთვის, ეს არის იმ ქვეყნის მოქალაქეების ფულის ფლანგვა, რომლებიც საკუთარი გადასახადებით აფინანსებენ ჩვენთან ასეთ გამოცემებს, – ამის შესახენ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ OC Media-მ გააკეთა, არის შარლატანობა.

„ეს გახლავთ უცხო ენაზე მაუწყებლობის ონლაინგამოცემა, იცით, რომ ვაქვეყნებ ხოლმე ჩემს მოსაზრებებს სხვადასხვა გამოცემაში, ონლაინგამოცემებში. ეს არის თანამშრომლობის და წახალისების ჩვენება ონლაინგამოცემებისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებების ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლება ჰქონდეთ. სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი, ცალმხრივი ჟურნალისტიკის მაგალითი და ის მედია, რომელიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდება და, რომელსაც თითქოს პრეტენზია აქვს, რომ იყვნენ მიუკერძოებელი და პლურალისტური მედია, აღმოჩნდა, რომ არის ჩვეულებრივი, ტიპური ცალმხრივი ჟურნალისტიკის ადგილი, სადაც იმ აზრს, რომელსაც არ ეთანხმებიან, უბრალოდ აცენზორებენ, ჭრიან და საკუთარ მსმენელამდე თუ მკითხველამდე არ მიაქვთ. ექსკლუზიურად ვთავაზობდი და რა თქმა უნდა და ამიტომ ვკითხეთ არიან თუ არა მზად, გამოაქვეყნონ და სხვათაშორის თავიანთ გამოხმაურებაში აღნიშნეს, რომ ისინი შინაარსს არ ეთანხმებოდნენ. თუ არ იცოდნენ შინაარსი რა არის, როგორ არ ეთანხმებოდნენ შინაარს. გუშინ ჩვენ გვგქონდა ჩემს კაბინეტში კომუნიკაცია, რომ პასუხი გამოქვეყნებულიყო მათ სტატიაზე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტატია დაწერეს და ბოლოში მიაწებეს ჩემი გამოხმაურება. ამანაც აჩვენა, რა წვრილმან შარლატანობასთან გვაქვს საქმე. საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ მედია, რომელიც სრულად უცხოური დაფინანსებით მაუწყებლობს საქართველოში, უფრო სწორედ აქვს ონლაინგამოცემა და რომელშიც ფული იხარჯერა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, დონორების ფული. გამოდის, რომ ეს ფული იხარჯება ისევ პროპაგანდაში, ცალმხრივ ჟურნალისტიკაში. რაც შეეხება გუშინდელ შეთანხმებას, რომ ცალკე გამოქვეყნებულიყო პასუხი, ამის დარღვევაც წვრილმანი შარლატანობაა და მეტი არაფერი. არანაირი კავშირი ამას ჟურნალისტიკასთან არ აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კომუნიკაცია დონორებთან, ვინაიდან ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში და მისი მიზანი, რომ წახალისდეს პრულარიზმი, ეს ფული გამოიყენება ასეთი მედიების მიერ პროპაგანდისთვის და ცენზურისთვის. ეს არის იმ ქვეყნის მოქალაქეების ფულის ფლანგვა, რომლებიც საკუთარი გადასახადებით აფინანსებენ ჩვენთან ასეთ გამოცემებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „მთის ამბებთან“ დაკავშირებით დონორებს არ დაკავშირებია.

„საჯაროდაც ვსაუბრობ „მთის ამბებთან“ დაკავშირებით. რაც ვნახეთ, არის მაგალითი, როგორ მუშაობს ცალმხრივი, გადაუმოწმებელი ჟურნალისტიკა. ჩვენ კრიტიკულ სიტუაციაში ვნახეთ თვითგამოცხადებული ჟურნალისტი, რომელიც ტყუილის გავრცელებით პანიკას თესდა მოსახლეობაში. ეს არის ყველანაირი ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჟურნალისტურ სტანდარტებზე და ეთიკაზე ჩადარაჯება, თუ რამეს „ვოჩდოგი“ უნდა იყოს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უნდა იყოს ჟურნალისტების „ვოჩდოგი“. აბსოლუტურად ჩუმად არიან. ამ შემთხვევაში „მთის ამბების“ ჟურნალისტი მხილებულ იქნა ტყუილში. მაგალითად, ის ამბობდა, თითქოს მდინარე ორი დღე დამშრალი იყო, თითქოს კალაპოტი იქნა შეცვლილი და ა.შ. აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებდა ეს ჟურნალისტი, ამით თესდა პანიკას და თქვენ დღემდე გჯერათ, რომ ეს სიმართლეა, იმდენად დაგაჯერათ. ამ შემთხვევაში, სწორედ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ თავად ამხილოს ასეთი რამ, მიუთითოს, რომ ზოგადად, არ შეიძლება ტყუილის თქმა, პანიკის დათესვა და მეორე მხრივ, როდესაც კრიზისული მომენტია, ამ დროს ტყუილებით პანიკის თესვა ჟურნალისტიკა არ არის, ეს არის პოლიტიკური აქტივისტობა. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აბსოლუტურად აცდენილია საკუთარ ამოცანებს. ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოს, ჟურნალისტებისგან მოსახლეობამ მიიღოს სწორი, გადამოწმებული, ეთიკური სტანდარტების შესაბამისი ინფორმაცია, დაკავებული არის კორპორატივიზმით, რომ რამენაირად გადაეფაროს ჟურნალისტს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.