შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
მირჩა ჯოანასთან შეხვედრის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ღირებული შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან. გამოვხატეთ ჩვენი მადლიერება საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგული და სანდო პარტნიორები, რომელთაც განზრახული აქვთ, მიაღწიონ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, კეთილდღეობას საქართველოში და ფართოდ რეგიონში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
Valuable meeting with @Mircea_Geoana, NATO Deputy Secretary General. Conveyed our gratitude for NATO’s support to Georgia’s peaceful future. We remain committed and reliable partners determined to achieve security, stability and prosperity in Georgia and the wider region. pic.twitter.com/aYHcVvQomh
— Shalva Papuashvili (@shpapuashvili) January 26, 2022