შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელმა საკუთარი თავი გააიგივა ძალადობასთან, დეზინფორმაციასთან, ეს გააკეთეს ბრიუსელის ბიუროკრატებმა, ევროკავშირის აგურ-აგურ ნაშენებ რეპუტაციას ამსხვრევენ
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელმა საკუთარი თავი გააიგივა ძალადობასთან, დეზინფორმაციასთან, ეს გააკეთეს ბრიუსელის ბიუროკრატებმა, ევროკავშირის აგურ-აგურ ნაშენებ რეპუტაციას ამსხვრევენ

მთავარი დაკვირვების საგანია, რამდენად მოწოდებულია ზოგიერთი დასავლეთში, რომ სიყალბე პოლიტიკის ნაწილად აქციოს. ერთი წელია, სიყალბეს ვუყურებთ. ბრიუსელის ბიუროკრატია თავისი ფინანსური და პროპაგანდისტული რესურსებით ცდილობს, ტვინი ამოურეცხოს საქართველოში დაფუძნებულ ორგანიზაციებს თუ მის მიმდევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა საკუთარი თავი გააიგივა ძალადობასთან, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან.

„წლები გავა, ისტორიაში დარჩება და მწარე ირონიით გავიხსენებთ, როგორ მოხდა ადამიანების, გარკვეული ჯგუფის ზომბირება, ტვინის გამორეცხვა სიყალბით და ეს სიყალბე როგორი იყო, როგორ მოძრაობდა ევროკავშირის დროშით თბილისის ქუჩებში. ბრიუსელმა შეძლო ის, რომ საკუთარი თავი გააიგივა ძალადობასთან, დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან. სწორედ ეს გააკეთეს ბრიუსელის ბიუროკრატებმა – ევროკავშირის აგურ-აგურ ნაშენებ რეპუტაციას ამსხვრევენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.