შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიები დღეს ცილისწამებით ესხმიან თავს აშშ-ის საელჩოს
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიები დღეს ცილისწამებით ესხმიან თავს აშშ-ის საელჩოს

სამარცხვინოა, რომ, მათ შორის, ევროპიდან ჩრდილოვანად დაფინანსებული მედიები დღეს ცილს სწამებენ აშშ-ის საელჩოს და ინსინუაციებს იგონებენ, თითქოს აშშ-ის საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წერა-კითხვის მინიმალური უნარებია საჭირო და კონტექსტის ცოდნა, რომ საქმის არსი გაიგო.

„ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე, რომ ცილი დასწამონ და ქართველი ხალხი განაწყონ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ – ეს არის ზუსტად ჩამოგდება იმ ბოროტი განზრახვისა, რომელსაც ბრიუსელის მიერ დაფინანსებული მედიები დღეს პირდაპირ ამ ცილისწამებით თავს ესხმიან აშშ-ის საელჩოს. ჰკითხეთ თავად აშშ-ის საელჩოს. ყველამ იცით საელჩოს მისამართი, მათი პრესმდივნებიც იცით, ჰკითხეთ და გიპასუხებენ. ეს ინსინუაციები არის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ციტატა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებიდან: „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი „ჰეზბოლასთვის“, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება“.