შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი კონფრონტაციის გზას ირჩევს და არა - დიალოგისას, ამის დასტურია, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე არ არის მიწვეული
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი კონფრონტაციის გზას ირჩევს და არა - დიალოგისას, ამის დასტურია, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე არ არის მიწვეული

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ბრიუსელია, რომელიც კონფრონტაციის გზას ირჩევს და არა – დიალოგისას. სწორედ ამის დასტურია, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე არ არის მიწვეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ამის დასტური იყო ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის საქართველოს საგარეო უწყებისთვის გაგზავნილი წერილიც.

„დასტური იყო ელჩის წერილიც, რომ ბრიუსელმა 2022 წლის ივნისში შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი და შემდეგ ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს 28 ნოემბრის განცხადება იყო ამ პროცესის შეჩერება. როგორ შეიძლება, შეაჩერო ის, რაც უკვე ხუთი თვის წინ იყო შეჩერებული? ივნისის ქმედება იყო დასტური, რომ ბრიუსელი კონფრონტაციას ირჩევს, ნაცვლად დიალოგისა, რაც, თავისი არსით, არაევროპული მიდგომაა. მიზეზი მარტივია, ქართველმა ხალხმა გაბედა და ბრიუსელს მოსთხოვა საკუთარი ფინანსების გასაჯაროება. ამას ვერ ჰპატიობენ ქართველ ხალხს და ეუბნებიან, რომ მათ არავინ ეკითხება, აქ ბრიუსელი რა თანხას რაში დახარჯავს. ქართველი ხალხი თუ გაბედავს, მოიკითხოს, საკუთარ ქვეყანაში ვინ რას ხარჯავს, ამაზე რეაქცია ექნებათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.