შალვა პაპუაშვილი - ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს
შალვა პაპუაშვილი - ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს

ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დოკუმენტებში საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები დღემდე ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება.

„ვისაუბრეთ უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა მაინც, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს. მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც ევროკავშირის მხრიდან საკითხების სათანადო შეფასება ვიგრძნოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.