შალვა პაპუაშვილი - ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს, შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა
შალვა პაპუაშვილი - ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს, შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა

აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის, უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ სამწუხარო კლიშეს ამართლებს, – წერს განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.

…და, როგორც, მათთვის გასაკვირად, აღმოაჩინეს, ბერას ცოლის მშობლები, თურმე, ისევ ჩვეულებრივი კორპუსის ბინაში ცხოვრობენ…

ჰოდა, სიუჟეტი რაზე იყო? სამხრეთ კორეის საელჩოზე?

იმ მეორე სიუჟეტზე აღარაფერს ვიტყვი: რომელი ირაკლი რომელს აჯობებს. მუცლით მეზღაპრეობა, როგორც ჟურნალისტური მეინსტრიმი. ორჯერ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

🤷 აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის.

უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on შაბათი, 10 აპრილი, 2021