შალვა პაპუაშვილი - ბექა გრიგორიადისი ვიდრე იტყოდა, მანამდე ჩვენც ვამბობდით, რომ იყო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დესტრუქციისთვის ამზადებენ, ამწიფებენ მდგომარეობას
შალვა პაპუაშვილი - ბექა გრიგორიადისი ვიდრე იტყოდა, მანამდე ჩვენც ვამბობდით, რომ იყო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დესტრუქციისთვის ამზადებენ, ამწიფებენ მდგომარეობას

ლაზარე გრიგორიადისის მამა ვიდრე იტყოდა, მანამდე ჩვენც ვამბობდით, რომ იმ დღეს იყო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დესტრუქციისთვის ამზადებენ, ამწიფებენ მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ლაზარე გრიგორიადისის მამის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც ბექა გრიგორიადისი წერს: „ჩემი ლაზარე გარკვეულმა ორგანიზაციებმა და „ენჯეოებმა“ გამოიყვანეს აქციაზე და მსხვერპლად შესწირეს რუსულ მთავრობას, თქვენი დროც მოვა“.

„ვიდრე ამ ადამიანის მამა იტყოდა, მანამდე ჩვენც ვამბობდით, რომ იმ დღეს იყო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ასეთი დესტრუქციისთვის ამზადებენ, ამწიფებენ მდგომარეობას, ადამიანებს ამზადებენ სხვადასხვა ტრენინგზე. ვხედავთ, იმის შემდეგ გამოჩნდა, რაც იგეგმება ასეთ სემინარებზე – რევოლუციები, იარაღის ტრიალი და ა.შ. ამის შედეგი იყო, რომ, საბოლოო ჯამში, ვიღაცამ ხელი მოჰკიდა „მოლოტოვის კოქტეილს“, ადამიანს ესროლა და ცეცხლი წაუკიდა. ამიტომ, თავისთავად ეს დესტრუქცია რომ მომდინარეობს ამ რადიკალური ჯგუფებისგან, ყალბი „ენჯეოებისგან,“ პარტიებთან აფილირებული „ენჯეოებისგან,“ ეს უკვე ცხადი არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩანს, რომ თავად ახლა, ამ შემთხვევაში ეს ადამიანიც აღიარებს ამ ყველაფერს. კარგია, რაც უფრო მეტს ისაუბრებენ ამაზე, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ აორგანიზებდა იმ დღეს, რომ პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდება ეცადათ, ჩაემტვრიათ ფანჯრები, პირველად ჩვენს ისტორიაში „მოლოტოვის კოქტეილი“ დაემზადებინათ და ადამიანისთვის ესროლათ, რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ამაზე და გამოვლენ საჯაროდ, მით უფრო კარგი არის მათთვისაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.