შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდება
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ალი ასადოვთან.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.