შალვა პაპუაშვილი ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა 

15:46, 13.10.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს მილტონ დიკს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ავსტრალიისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერის, თანასპონსორობისთვის.

მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ავსტრალიის ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 16 ივლისს შესრულდა საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი.

მსგავსი