შალვა პაპუაშვილი - ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ, „ალდეს “ მხრიდან რეაქცია არ არის, ფაქტად ვიღებთ, რომ „ალდე“ ტერორისტთან მოთანამშრომლე გაერთიანებაა
ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ და „ალდეს “ მხრიდან რეაქცია არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეგვიძლია, დღეიდან ფაქტად მივიღოთ, რომ „ალდე“ არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება.
„„ალდეს“ წევრმა „ლელომ“ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია მათი თანამებრძოლები არიან. შესაბამისად, არიან „ალდეს“ თანამებრძოლები. ჩვენ შეგვიძლია, ეს ფაქტად მივიღოთ. ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს ტერორისტული აქტი ვიხილეთ და რეაქცია არ არის. შეგვიძლია, დღეიდან ფაქტად მივიღოთ, რომ „ალდე“ არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება. „ალდეს“ ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი. ორი ევროკომისარი, რომლებიც საქართველოს საკითხებით არიან დაკავებული და მათ აბარიათ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. იმ პოლიტიკური ალიანსის წევრები და ლიდერები არიან, რომელთა თანამებრძოლი ტერორისტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.