შალვა პაპუაშვილი – აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროებისა და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი, ამის ფონზე სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია

14:08, 04.02.2025

აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროებისა და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უნდა გადამოწმდეს, გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აღიარების შემდეგ, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ შიდა პოლიტიკაში მავნე ჩარევა ფინანსდებოდა, გასაკვირი აღარაა, რატომ ააჯანყეს დონორებმა თავიანთი „ენჯეოები“ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროებისა და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია. უნდა გადამოწმდეს, გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი