შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის კონგრესის თანამშრომლებს პარლამენტში შეხვედრა ექნებათ, ვინაიდან კონგრესმენების მრჩევლები არიან, საინტერესო იქნება პირველწყაროდან მოისმინონ, თუ რა ხდება ქვეყანაში
კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სხვადასხვა შეხვედრა აქვთ, მათ შორის პარლამენტშიც ექნებათ შეხვედრები, ყოველთვის მზად ვართ, რომ მათთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საინტერესო იქნება, პირველწყაროდან მოისმინონ, თუ რა ხდება საქართველოში.
„საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები არ არიან ჩამოსული, ჩამოსული არიან კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სხვადასხვა კონგრესმენის მრჩევლები. ეს არის ე.წ. სტაფერების ვიზიტი, აპარატის თანამშრომლებისა და მრჩევლების ვიზიტი. მათ სხვადასხვა შეხვედრა აქვთ, მათ შორის პარლამენტშიც ექნებათ შეხვედრები. ყოველთვის მზად ვართ, რომ მათთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბროთ. გასაგებია, რომ პოლიტიკური ხასიათის შეხვედრა იქნება, მაგრამ ვინაიდან მრჩევლები არიან და ამბავს ჩაიტანენ თავიანთ კონგრესმენებთან, მათთვის საინტერესო იქნება, პირველწყაროდან მოისმინონ, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და არ მოისმინონ ლორა თორტონებისა და ეკა გიგაურებისგან, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აქართველოში აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს.