შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა რობინ დანიგანს წარმატებები უსურვა ახალ საქმიანობაში და აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

აშშ-ის ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლების და მისი მისია იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება და ამ მხრივ მზად არის საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს ფართე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.