შალვა პაპუაშვილი - არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას ვაკვირდებით, დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო კამპანია, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თაობაზე აწარმოებდა
შალვა პაპუაშვილი - არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას ვაკვირდებით, დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო კამპანია, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თაობაზე აწარმოებდა

მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის მოსმენა, რათა არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გაიგოს მისი შეფასება როგორია არჩევნებზე და ასევე იმ ხარვეზებზე, რომელიც არჩევნებს თან ახლდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვიოლმა განაცხადა.

„ამ პროცესში ვნახეთ, რომ დღეის მდგომარეობით, ამ კომისიამ 20 უბანი უკვე გადაითვალა. სულ გადათვლილია 60 საარჩევნო უბანი, რაც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების ორი პროცენტია. იცით, რომ წინა დათვლისას განსაკუთრებული ხარვეზი არ ყოფილა, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა. აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავით, როცა ვსაუბრობდით, რომ იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რაც თან ახლავს ასეთ პროცესებს, სადაც ჩართულია კომისიის 50 ათასი წევრი და ადამიანური ფაქტორები ასეთ ხარვეზებზე მოქმედებს. კომისიას ვაკვირდებით და დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა არჩევნების გაყალბების თაობაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვიომა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს.