შალვა პაპუაშვილი - არანაირი ოპოზიციური ფლანგები არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგია და მის ქვეშ არის მოქცეული მთლიანად ოპოზიციური სპექტრი
შალვა პაპუაშვილი - არანაირი ოპოზიციური ფლანგები არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგია და მის ქვეშ არის მოქცეული მთლიანად ოპოზიციური სპექტრი

არანაირი ოპოზიციური ფლანგები არ არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგი, რომელიც სრულად აკონტროლებს მედია და ფინანსურ რესურსებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამის ქვეშ არის მოქცეული მთლიანად ოპოზიციური სპექტრი.

„არაერთხელ გვინახავს ლოკალური რაღაც განხილვები. ეს ვნახეთ 2016 წელსაც და სხვა დროსაც, როდესაც გარკვეული სქიზმები აქვთ ხოლმე შიგნით, მაგრამ მთავარი ერთი რამ არის, ესაა ჯგუფი, რომელიც კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ერთად დგება. ეს გვაჩვენა 2020-მა წელმა. არანაირი ოპოზიციური სხვადასხვა ფლანგი არ არსებობს, არის ერთი ფლანგი „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც სრულად აკონტროლებს თავის ფლანგზე მედია და ფინანსურ რესურსებს, ამის ქვეშ არის მოქცეული მთლიანად ოპოზიციური სპექტრი. ამიტომ 2024 წელს „ქართული ოცნების“ მეორე მხარეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ მისი კვაზი დანაყოფების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.