შალვა პაპუაშვილი - არ ვიცი პრეზიდენტის განზრახვა, მაგრამ მას არ შეუძლია, დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება, ეწინააღმდეგება თუ არა ქალბატონი სალომე, რომ ხალხმა მიიღოს დახმარებები, ბიუჯეტს მაინც დავამტკიცებთ
შალვა პაპუაშვილი - არ ვიცი პრეზიდენტის განზრახვა, მაგრამ მას არ შეუძლია, დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება, ეწინააღმდეგება თუ არა ქალბატონი სალომე, რომ ხალხმა მიიღოს დახმარებები, ბიუჯეტს მაინც დავამტკიცებთ

არ ვიცი, პრეზიდენტს რა განზრახვები აქვს, მაგრამ მას არ შეუძლია, დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება. ჩვენ ამ ბიუჯეტის ცვლილებას მაინც დავამტკიცებთ, მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ქალბატონი სალომე იმას, რომ ხალხმა მიიღოს დახმარებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პპაუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის არასწორი დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, რომელიც ბიუჯეტს ელოდება.

„წარმოუდგენელ რამესთან გვაქვს საქმე. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა იმსჯელა. ნახეთ, რამდენი საათი დავუთმეთ მსჯელობას ბიუჯეტზე, რადგან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს სწორი უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენ გაგვიჩნდა დამატებითი შემოსავალი ჩვენს ბიუჯეტში, 500 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტიქიები, რომელიც საქართველოს ჰქონდა მიმდინარე წელს, სხვა სოციალური პრობლემები, განხორციელდეს. ხალხი ელოდება ამას უკვე. პარლამენტში განვიხილეთ სწრაფად, მივიღეთ სწრაფად და ორი კვირაა ხალხი ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას. საზოგადოება ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას. არ ვიცი ახლა, ბიუჯეტში რა უნდა მოხდეს. შიგნით რიცხვებია გაურკვეველი, თუ რა შინაარსის ცვლილებები უნდა შევიდეს. რა გეგმა აქვს არ ვიცი ქალბატონ სალომეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, რომელიც მოელის ამ ბიუჯეტს. იმედია, პარლამენტის მოწოდების შემდეგ მაინც ხელს მოაწერს. არ ვიცი, პრეზიდენტს რა განზრახვები აქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას არ შეუძლია, დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება. ჩვენ ამ ბიუჯეტის ცვლილებას მაინც დავამტკიცებთ, მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ქალბატონი სალომე იმას, რომ ხალხმა მიიღოს დახმარებები. იმედია, რომ ის თავადაც მოაწერს ხელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.