შალვა პაპუაშვილი - არ ვიცი, გიორგი გახარიას პარტიას ვინ აფინანსებს, ეჭვი მაქვს, თავად აფინანსებს და საზღვარგარეთ ცხოვრობს, აგვიხსნას თავისი თანხების წარმომავლობა
შალვა პაპუაშვილი - არ ვიცი, გიორგი გახარიას პარტიას ვინ აფინანსებს, ეჭვი მაქვს, თავად აფინანსებს და საზღვარგარეთ ცხოვრობს, აგვიხსნას თავისი თანხების წარმომავლობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიამ საკუთარი თანხების წარმომავლობის შესახებ უნდა ისაუბროს.

პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარია თავის პარტიას, სავარაუდოდ, თავად აფინანსებს.

„ცოტა ხნის წინ ვიკითხე, გიორგი გახარია ბერლინში რა თანხით ცხოვრობს-მეთქი და ვიეჭვე, რომ უცხოელები აფინანსებდნენ. მისმა თანაპარტიელმა თქვა, თავის თავს აფინანსებსო. როგორც ჩანს, თავად აღიარეს, რომ ის ქონება აქვს, ბერლინში ფუფუნებაში ცხოვრობდეს. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან. არ ვიცი, მის პარტიას ვინ აფინანსებს, ეჭვი მაქვს, რომ თავად აფინანსებს და საზღვარგარეთ ცხოვრობს. აგვიხსნას თავისი თანხების წარმომავლობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.