შალვა პაპუაშვილი - აქციები სრულად გარედან არის მართული, როგორც კი ენერგია მოაკლდებათ, გარედან რაიმე განცხადებას ან გადაწყვეტილებას შესთავაზებენ ხოლმე
შალვა პაპუაშვილი - აქციები სრულად გარედან არის მართული, როგორც კი ენერგია მოაკლდებათ, გარედან რაიმე განცხადებას ან გადაწყვეტილებას შესთავაზებენ ხოლმე

აქციები სრულად გარედან არის მართული, როგორც კი ენერგია მოაკლდებათ ხოლმე, გარედან რაიმე განცხადებას ან გადაწყვეტილებას შესთავაზებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს 31 მარტს პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვერც პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ, შემოვდივარ წინადადებით, ვაცადოთ კიდევ, 8 აპრილს შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ“.

„ზოგადად, ვინმეს ინდივიდუალურად გამოყოფა მიჭირს ხოლმე. ვხედავთ, ეს აქციები საიდან არის მართული, სრულად მართულია გარედან. როგორც კი ენერგია მოაკლდებათ ხოლმე, გარედან რაიმე ახალ განცხადებას ან გადაწყვეტილებას შესთავაზებენ. ეს სრულად გარედან მართული აქციებია. სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივ მარიონეტებად იქცნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.