შალვა პაპუაშვილი - აქციაზე მოწვეულია დიდიც და პატარაც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ვფიქრობ, ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა
შალვა პაპუაშვილი - აქციაზე მოწვეულია დიდიც და პატარაც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ვფიქრობ, ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, აქციაზე მიწვეულია ყველა, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„აქ მოწვეულია ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით. გამჭვირვალობის კანონიც არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის გადალახოს და თქვას, რომ მისთვის განმსაზღვრელი არის ქვეყნის ინტერესები და არა ის, რასაც მას კარნახობენ, თანაც არგუმენტების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.