შალვა პაპუაშვილი – ამ დღეებში საქართველოს ელჩი თავის რწმუნებათა სიგელს გადასცემს ამერიკის პრეზიდენტს, იმედი გვაქვს, ამით შესაძლებლობა იქნება, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა

00:40, 23.07.2025

ამ დღეებში საქართველოს ელჩი თავის რწმუნებათა სიგელს გადასცემს ამერიკის პრეზიდენტს. იმედი გვაქვს, ამით შესაძლებლობა იქნება, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „აშშ-სა და საქართველოს დღეს ჰყავს ერთი მტერი, რომელიც არის „დიფ სთეითი““.

„ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა აგრემანი მისცა ჩვენ მიერ წარდგენილ ელჩს, თამარ ტალიაშვილს, ეს უკვე არის პოზიტიური ნიშანი, რომელიც მივიღეთ. ამ დღეებში საქართველოს ელჩი თავის რწმუნებათა სიგელს გადასცემს ამერიკის პრეზიდენტს. ასე რომ, იმედი გვაქვს, ამით შესაძლებლობა იქნება, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. აშშ-სა და საქართველოს დღეს ჰყავს ერთი მტერი, „დიფ სთეითი“. ვიცით „დიფ სთეითის“ ანატომიაც, მისი მეთოდებიც, მიზნებიც. ეს არის ორივე ქვეყნის საერთო მტერი. ახლა ჩვენს ხელშია, რომ ეს მტერი დავამარცხოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი