შალვა პაპუაშვილი – „ალდეს“ წევრმა „ლელომ“ ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, ვნახოთ, თუ აღმოჩნდება „ალდე“ მის მიერვე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას

15:08, 26.09.2026

ლიბერალების და დემოკრატების ევროპული ალიანსის (ALDE) წევრმა, „ლელომ“ ჯერ ტერორისტი თანაგუნდელად გამოაცხადა და ახლა ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, რაც, ცნობისთვის, ეწინააღმდეგება ALDE-ს დეკლარირებულ ღირებულებას, არ დაუშვას ეთნიკური დაყოფა და ქსენოფობია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა „ლელოს“ ტერორისტ თანაგუნდელს. ღირებულებებთან ერთ კომპრომისს მეორე მოჰყვება. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გონიოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ანტიქართულმა „ოცნებამ“ გაასაიდუმლოა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში, ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ“.

 

მსგავსი