შალვა პაპუაშვილი - ახალბედა პარტიები რაც მალე მიხვდებიან, რომ ნაკლებად შეეკრან დიდ პარტიას და დამოუკიდებელი დღის წესრიგი აწარმოონ, მით უფრო კარგია
შალვა პაპუაშვილი - ახალბედა პარტიები რაც მალე მიხვდებიან, რომ ნაკლებად შეეკრან დიდ პარტიას და დამოუკიდებელი დღის წესრიგი აწარმოონ, მით უფრო კარგია

ახალბედა პარტიები რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ ნაკლებად შეეკრან დიდ პარტიას და თავისი დამოუკიდებელი დღის წესრიგი აწარმოონ, მით უფრო კარგია, თუკი ამის გამოვლინებაა დღევანდელი შემთხვევა, მივესალმები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ ბათუმში გამართული აქციის დატოვებას გამოეხმაურა.

„არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ამ არჩევნების ყველაზე დიდი გამარჯვებულები არიან ახალი პარტიები, ის პარტიები, რომლებმაც მართალია, რამდენიმე პროცენტი მოაგროვეს, მაგრამ ამ რამდენიმე პროცენტით შეიქმნეს ტრიბუნა პარლამენტში, ამიტომ, რაც უფრო მალე მიხვდებიან ეს ახალბედა პარტიები, რომ ნაკლებად შეეკრან, ასე ვთქვათ, დიდ პარტიას და თავისი დამოუკიდებელი დღის წესრიგი აწარმოონ, მით უფრო კარგია. თუკი ამის გამოვლინება არის დღევანდელი შემთხვევა, რომ დატოვეს მიტინგი, რადგან იქ ხდებოდა სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერის სკანდირება, თუ კი ამის პირველი ნაბიჯია, მე მივესალმები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არათუ ბზარი, არამედ უფსკრულია.

„უბრალოდ, ეს მოჩვენებითი ერთობაა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ამ დღეებშიც, რომ პატარა უთანხმოებაც კი იწვევს დიდ სკანდალს მათ შორის, ამიტომ მათ შორის არა თუ ბზარი, უფსკრული არის და რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ მათ შორის ეს უფსკრული არის, მით უფრო მალე იმოქმედებენ დამოუკიდებლად და საერთო ჯამში, იქნება ყველასთვის კარგი, როგორც ჩვენი ამომრჩევლისთვის, მათივე ამომრჩევლებისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.