შალვა პაპუაშვილი - აკერმანის ტრენინგებზე როცა ვსაუბრობდით, ვიღაცას სასაცილო ეგონა, ახლა პირდაპირ, სიტყვასიტყვით ხომ სრულდება
შალვა პაპუაშვილი - აკერმანის ტრენინგებზე როცა ვსაუბრობდით, ვიღაცას სასაცილო ეგონა, ახლა პირდაპირ, სიტყვასიტყვით ხომ სრულდება

აკერმანის ტრენინგებზე როცა ვსაუბრობდით, ვიღაცას სასაცილო ეგონა, ახლა პირდაპირ, სიტყვასიტყვით ხომ სრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, 26 ოქტომბერს ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს.

„გავრცელებული ჩანაწერები იმის დასტურია, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რაც მზადდებოდა სხვადასხვა ტრენინგით. როცა აკერმანის ტრენინგებზე ვსაუბრობდით, ვიღაცას სასაცილო ეგონა, ახლა პირდაპირ, სიტყვასიტყვით ხომ სრულდება?! „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს, დემოკრატიული მეთოდებისთვის გვერდის ავლით მოიპოვოს ძალაუფლება ძალადობითა და წყლის ამღვრევით. არჩევნები რამდენიმე თვეშია, თუკი ვინმეს მართლა ჰგონია, რომ აქვს ხალხის მხარდაჭერა, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.