შალვა პაპუაშვილი – აგენტურა როდესაც ერთიანდება, ეს ცუდია საერთო ჯამში, მაგრამ როდის არ იყვნენ ერთიანი, აგენტურა ყოველთვის იყო გაერთიანებული

14:31, 15.07.2026

მთავარი საფრთხე სწორედ ეს არის, რომ დღეს აგენტურა ერთ ხაზზეა, ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ ამ დავალებას, აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ხელს „ქართული ოცნება“ უშლის. კითხვაზე, რა საფრთხეს ხედავს გაერთიანებულ ოპოზიციაში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც აგენტურა ერთიანდება, ეს ცუდია.

„ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ როდესაც აგენტურა ერთიანდება, ეს ცუდია საერთო ჯამში, მაგრამ რა უნდა გითხრათ – როდის დაიშალნენ, როდის არ იყვნენ ერთიანი? ქალბატონი სალომე ახლა რა, სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სადმე სხვაგან არიან? ისევ ისე არიან ერთიანი. ეს არის სწორედ მთავარი საფრთხე, რომ დღეს აგენტურა არის ერთ ხაზზე, ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ ამ დავალებას. ასე რომ, აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის. რამე პროცესი კი არ არის აგენტურის გაერთიანების, ეს არის დავალებით მოქმედი ადამიანების ჯგუფი, დაავალებენ, რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან – ერთად გამოჩნდებიან, დაავალებენ ცალ-ცალკე – ცალ-ცალკე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი