შალვა პაპუაშვილი – „ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია
„ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა.
„ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა. უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის წევრ სამ და ნატო-ს წევრ შვიდ ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Georgia Rises 11 Spots and Ranks in the Top 10 for annual and long-term progress in the Latest Human Freedom Index by @CatoInstitute & @FraserInstitute, now Ranking 43rd globally, surpassing all EU candidate countries and 3 EU member countries, as well as 7 NATO Members. pic.twitter.com/cICquWpiL8
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) February 2, 2023