შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია განიხილება
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია განიხილება

უმრავლესობის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი განიხილეს და სხვადასხვა ვერსიაზე იმსჯელეს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, პარასკევს მორიგი შეხევდრა გაიმართება და ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სხვა საკითხებს დეტალურად განიხილავენ.

„განვიხილეთ ადმინისტაციის დაკომპლექტების წესი და სხვადასხვა ვერსიაზე საუბარი გვქონდა. იცით, რომ მემორანდუმში გათვალისწინებულია სრულად პროფესიულ სისტემაზე გადასვლა. საუბარი გვქონდა იმაზე, ეს სისტემა იყოს, თუ სხვა სისტემა და ამ სისტემის დროსაც როგორ უნდა იყოს დაკომპლექტება ისე, რომ არსებობდეს სრული ნდობა. განვიხილეთ სხვადასხვა ვერსია. სავარაუდოდ, პარასკევს გვექნება შემდეგი შეხვედრა და დეტალურად განვიხილავთ სხვა საკითხებს.

ძირითადი პოზიციაა, რომ პროფესიული იყოს სრულად. იყო მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე შეიაძლება შერეულიც იყოს. ვფიქრობთ, კარგია პროფესიული და თუ კარგია პროფესიული, ამიტომ სჯობს, იყოს პროფესიული. აქ ერთადერთი კითხვის ნიშანია, დაკომპლექტების დროს იყოს უზრუნველყოფილი, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, რომ მიკერძოებით ხდება დაკომპლექტება“, –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.